weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე SEED გაიხსნა

12:42 პარასკევი, 18 სექტემბერი 2020

თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ მხარდაჭერით, თბილისში, გ. ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ ახალი ვეგანური კაფე - SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის.

SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს - აქ სტუმრებს დამფუძნებლები დეტალურად აცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და მისი მომზადების პრინციპებს.

„სიჯანსაღე ჩვენი აღქმით, გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული სახის დიეტა ან ვარჯიში. ეს არის მთლიანი ცხოვრების სტილი. ჩვენი მთავარი მისიაა ადამიანების ცხოვრების ტრანსფორმაციაში შევიტანოთ თუნდაც ძალიან მცირე როლი. ვაჩვენოთ ყველას, რომ ვეგანური სამზარეულო არც რაიმე დიეტის ჩამნაცვლებელია და არც რომელიმე კერძის კონკურენტი“, - ამბობს SEED-ის დამფუძნებელი, ლაშა ყანჩაველი.

Seed-ის მენიუ ჯანსაღი, მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ამჟამად კომპანიის გარშემო 6 ადამიანი ერთიანდება. გუნდის მიზანი კი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კერძების მომზადება და შეთავაზებაა.

SEED-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ წინ დიდი გეგმები აქვთ. უახლოეს მომავალში კომპანია Glovo-სა და Wolt-ზეც გამოჩნდება, რაც მომხმარებელს ვეგანური კერძების სახლიდან გაუსვლელად დაგემოვნების შესაძლებლობას მისცემს.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]